მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია - კულუმბეგოვი

61093da827d14
ინგა მურუსიძე
03.08.21 17:50
1427
3000 "ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე! სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ, - განცხადებას იმუნოლოგი, ვაქცინაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ში თავის გვერდზე აკეთებს.

„სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები.

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ, მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!!!

და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე!!! სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ: დღეს ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.