მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება“ - ჯანდაცვის მინისტრი რესტორატორებს პასუხობს

5fc753671ebb3
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 12:47
781
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღდუვების გადახედვა ვერ მოხდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღეს კანცელარიასთან რესტორატორების მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს შეეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორთან მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არაერთი შეხვედრა ჰქონდა და ისინი საქმის კურსში იყვნენ რა სახის შეზღუდვები და რა მხადრაჭერა ექნებოდა სექტორს მთავრობისგან. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ დამატებითი კითხვები ექნება ბიზნესს, ისინი მზად არიან, შეხვდნენ და კითხვებზე უპასუხონ.

„ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი და არა მხოლოდ ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, არამედ ყველა შეზღუდვაზე დეტალურად ვისაუბრეთ. გაკეთდა ახსნა-განმარტებები რატომაა დღეს მნიშვნელოვანი, რომ ამ სახის შეზღუდვებს მივმართოთ. რაც შეეხება შეღავათებს, ამ საკითხზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს რა შეღავათების საშუალება არსებობს და რასთან დაკავშირებით ექნებათ მათ გარკვეული შეღავათები. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, ეკონომიკური გუნდი და ჯანდაცვის სამინისტრო  მათ შეხვდება და  კითხვებზე პასუხს გასცემს.

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ესაჭიროება“, - განაცხადა მინისტრმა.