მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების მოხსნას "ქეითერინგის" კომპანიებიც ითხოვენ

5f01c02c8435d
ანუკა ჯოხაძე
05.07.20 19:00
1532
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სასტუმროებსა და რესტორნებს შვედური მაგიდის პრინციპით გამასპინძლების უფლებას არ აძლევს, ამასთან რეგულაციები კვლავ მოქმედებს და კვლავ აკრძალულია 10 კაცზე მეტი პირის შეკრება. აქედან გამომდიანარე მასშტაბური ღონისძიებები ქვეყანაში არ ტარდება, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ქეითერინგ კომპანიებს, რომელთა შემოსავლებიც პირდაპირ არის დამოკიდებული მასშტაბურ ღონისძიებებზე. როგორც კომპანია ETC GROUP-ის დამფუძნებელი გიორგი საღინაძე ამბობს, მათ საჭიროებებს შორისაა გადასახადების დაწევა და შეზღუდების მოხსნა, რაც მათ საშუალებას მისცემს ამ თვეების განმავლობაში მიღებული ზარალი მცირედით მაინც შეიმსუბუქონ.

“გადასახადების დაწევა და შეზღუდვების მოხსნა იქნება ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფაბრიკაში და ღვინის ქარხანაში რაც ხდება, რაც გახსნილია, ფურშეტებზე მეტი თავყრილობა არაა. 100 კაცზე როცა არის ქორწილი, 100 კაცი ერთად არ არის, მოძრაობენ გაშლილ ტერიტორიაზე და მაქსიმუმ 5-6 კაცი იყოს ერთად”,-ამბობს გიორგი საღინაძე.