მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია "სოცაფეთქება" მიმდინარეობს

600d4b2780ad6
BM.GE
24.01.21 14:22
696
Covid-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "სოცაფეთქება" იმართება. აქციის მონაწილეები არიან როგორც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მათ მოთხოვნებს უერთდებიან პოლიტიკური პარტიები.

მოქალაქეები ითხოვენ, ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენას, კომენდანტის საათის შემსუბუქებას და ა.შ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ელი თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ სავაჭრო ცენტრები აღადგენენ, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ გაიხსნება. დახურული რჩება რესტორნები, ზამთრის კურორტები და საქალაქთაშორისო გადაადგილება. 15 თებერვლიდან იხსნება ღია და დახურული ბაზრობები.