მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების შემსუბუქება COVID 19-თან ბრძოლაში გამარჯვებას არ ნიშნავს - ირაკლი ჩიქოვანი

5ea6a14bf3aa4
ინგა მურუსიძე
27.04.20 13:15
724
ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID 19-თან ბრძოლაში გამარჯვება, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეიდან ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკური ამოქმედების გეგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია მსუბუქი ავტომობლებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ასევე ონლაინ-ვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. ყველა ეს სერვისი და შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური მითითებების მკაცრი დაცვით. ეს არის მნიშვნელოვანი.

ყველამ უნდა დავიცვათ მოთხოვნები მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და მსუბუქდება შეზღუდვები. ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID 19-თან ბრძოლაში გამარჯვება, ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა, რაც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, იმისთვის, რომ ქვეყანაში COVID 19 არ გავრცელდეს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც მკაცრი კარანტინია დაწესებული.