მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეზღუდვებით სასტუმროები 4 მლნ ლარამდე შემოსავალს კარგავენ“ - მაია მურაჩაშვილი

5fbfbb895f3ec
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.20 21:50
1064
სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ ხელმძღვანელის მაია მურაჩაშვილის განცხადებით, დღეს მთის კურორტების მიმართულებით გამოცხადებული შეზღუდვები სხვადასხვა ტიპის სასტუმროებს სეზონზე 300 000-დან 4 მლნ ლარამდე შემოსავალს დაუკარგავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეზღუდვებზე მსჯელობისას ხელისუფლების წარმომადგენლებს სასტუმროებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

"მეორე უმთავრესი საკითხი არის ის, რომ ადამიანებს ვერ ვასაქმებთ და განწირულები არიან რომ ამ ზამთარში უმუშევრად დარჩნენ. მათ არანაირი 200 ლარიანი დახმარება არ ეყოფათ, რომელიც იანვარში უნდა დაირიცხოს.

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, იმიტომ რომ დღეის მონაცემებით, არც ერთ სათხილამურო კურორტზე არცერთ ქვეყანაში ასეთი შეზღუდვები არ დაწესებულა. ზოგან საბაგიროები მხოლოდ 4 იანვრამდე გააჩერეს, შვეიცარიის ერთადერთი კურორტია, სადაც კოვიდი დადასტურდა და გახსნა 1 იანვრამდე გადაიდო, ბულგარეთმა კი წაახალისა თავისი მოსახლეობა და უთხრა, რომ კოვიდ-უსაფრთხოა სამთო კურორტები, რადგან იქ ღია სივრცეებია, სლოვაკეთმა კი ერთ სულ მოსახლეზე 200 ევრო გასცა და 50 ევრო ერთ ბავშვზე რომ ტურიზმი წაახალისოს, სასტუმრო სექტორს დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. ამის ფონზე ჩვენ აბსოლუტურად ვიკეტებით“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.