მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მდგრადობა აჩვენა"

5e4e49b2b0b31
BM.GE
20.02.20 12:54
926
"ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, გასული წელი დასრულდა მნიშვნელოვანი დადებითი პარამეტრებით, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებამ.

"2019 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე ყურადღება გამახვილებულია ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სამივე სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში. განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, სწორედ ეკონომიკის მდგრადობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გამოც სამივე კომპანიამ გაგვიუმჯობესა სუვერენული რეიტინგი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.