მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენების განრიგში ცვლილებები შედის

6254351b26cf5
BM.GE
11.04.22 18:35
773
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება. ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, ემბრაერის ტიპის ხომალდი ასრულებდა,რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. სწორედ ამიტომ შევიდა განრიგში ცვლილებები და შეიცვალა საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც. თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.

მგზავრებმა ბილეთის შეძენისას ვებგგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets  ცვლილება უნდა გაითვალისწინონ და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად ნატახტარი მონიშნონ.

ცვლილებები შეეხება მესტიის მიმართულებით ფრენებსაც. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება.