მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე ახალი ტენდერისთვის ვემზადებით - ქვრივიშვილი

6345243f94628
მარიამ ვარადაშვილი
11.10.22 12:05
417
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ფრენებზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად “აკ-ეართან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიას კონტრაქტი წლის ბოლომდე გაუგრძელდა.

“ყველა შიდა ფრენა სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული, რადგან ეს ფუფუნების საგანია და სხვა შემთხვევაში ძალიან ძვირად ღირებული მომსახურება იქნებოდა. ახალი ტენდერისთვის ვემზადებით და ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რათა მათგანაც მივიღოთ უკუკავშირი. გვინდოდა გაგვეზიარებინა ჩვენი მოლოდინები და ის შესაძლო ბიუჯეტი, რაც შეიძლება გვქონოდა და კვლავ მხარი დაგვეჭირა. ჩვენი მოლოდინია, რომ ნებისმიერი რეისი, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს, სავსე უნდა იყოს. ამ შეხვედრების საფუძველზე მეტნაკლებად ჩამოყალიბებული გვაქვს ის წინადადება, რომლითაც ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ”,-აცხადებს ქვრივიშვილი.

მიმდინარე წლის რვა თვეში შიდა ფრენები 12 045 ადამიანს მოემსახურა და მათგან ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ ეტაპზე შიდა ფრენები ჯამში ოთხი მიმართულებით სრულდება.