მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლში სკოლის რეაბილიტაციაზე აშშ-ს მთავრობამ 2.5 მლნ ლარი დახარჯა

5e1f0d4f61bc5
ანი ციხისთავი
15.01.20 17:10
789
შიდა ქართლში სკოლის რეაბილიტაციაზე აშშ-ს მთავრობამ 2.5 მლნ ლარი დახარჯა.

როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ქართლში სკოლა ოფიციალურად გახსნა.

“დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის. შეერთებულმა შტატებმა სიამოვნებით უპასუხა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამ მხარეში ბავშვებისთვის განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულ პროექტზე ამერიკის მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი დახარჯა”, - ნათქვამია ინფორმაციაშია.