მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ტურიზმი: რამდენს ხარჯავენ და რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოს მოქალაქეები

60c70f858b6f5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.21 13:00
777
საქართველოში I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი გასული - პანდემიური წლის აღნიშნულ პერიდთან შედარებით, 23.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 094.4 ათასი შეადგინა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 234.6 ათასი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე 23.4%-ით მეტია.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებიდან ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554.0 ათასია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 28.8%-ით აღემატება, ხოლო ექსკურსიული ტიპის ვიზიტების რაოდენობა თვიურად 680.6 ათასია.

რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა - 47.1% მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა; შემდეგ მოდის მეორე სახლის მონახულება - 14.4%; შოპინგი - 14.0%; მკურნალობა, გაჯანსაღება - 10.2%; დასვენება, გართობა რეკრეაცია - 5.3 %; პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 5.3%; რელიგია, მომლოცველობა - 1.8%; განათლების მიღება - 0.1%; სხვა მიზანი - 1.7%.

აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 44.9%-ით გაიზარდა და 184.2 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილია ვიზიტზე გაწეული საშუალო თვიური ხარჯი, რომლის მოცულობა 149.2 ლარია - ზრდა 22%-ია.  

2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 184.2 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 22.0%-ითაა გაზრდილი და 149.2 ლარს უტოლდება.

ვიზიტორების მიერ საშუალო თვიური ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით კი შემდეგია:

1. საყიდლები - 69.9 მლნ დოლარი, საშუალო ხარჯი - 56.6 ლარი;
2. ტრანსპორტი - 39.5 მლნ დოლარი, საშუალო ხარჯი - 32 ლარი;
3. საკვები და სასმელი - 36.3 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი - 29.4 ლარი;
4. განთავსება - 5 მლნ ლარი, 4 ლარი;
5. გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული, სპორტული ღონისძიებები - 0.9 მლნ ლარი, საშუალო თვიური ხარჯი - 0.8 ლარი;
6. სხვა - 32.6 მლნ ლარი, საშუალო თვიური ხარჯი - 26.4 ლარი.

2021 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 39% - 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.9%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7%  თბილისის მაცხოვრებელია, 12.3%  მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.9% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა (საშუალოდ 262.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 210.0 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.