მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ტურიზმის გააქტიურების დიდი მოლოდინები არ გვაქვს - სასტუმრო ქუთაისში

5efeed6197e9d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.20 10:10
1357
დიდი მოლოდინები იმისა, რომ ადგილობრივი მომხმარებლები ქუთაისში წამოვლენ დასასვენებლად, არ გვაქვს - ამის შესახებ ქუთაისში მოქმედი სასტუმრო "სოლომონის" თანადამფუძნებელმა BM.GE-ს განუცხადა.

როგორც მერაბ გოგონაძე განმარტავს, ქუთაისი არ არის კურორტი და განსაკუთრებით ზაფხულში ადგილობრივები ზღვისპირეთში დასვენებას ამჯობინებენ.

მისივე თქმით, ადგილობრივების ქუთაისისადმი ინტერესის ნაკლებობის მიზეზი არის ის, რომ ეს ქალაქი არ არის კურორტი და ადგილობრივი ბაზრიდან სასტუმროს შევსება მხოლოდ მივლინებების ხარჯზე ხდება.  

"ქუთაისი არ არის კურორტი, ამიტომ შიდა ტურიზმით აქ დატვირთვაზე მოლოდინების გაკეთება ვფიქრობ, არ შეიძლება. ამასთან, შიდა ჯავშნები რაც გვქონდა კონფერენციების და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, პანდემიის დროს ისიც გაუქმდა და დარჩა მხოლოდ მივლინება, რაც სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდანაც შემცირებული იყო", - აღნიშნა მან.

მერაბ გოგონაძე ამბობს, რომ რაიმე პროგნოზების გაკეთება, მით უფრო მაშინ, როდესაც საზღვრების გახსნამ ივლისიდან აგვისტოში გადაიწია, უჭირთ.

"ზოგადად ჩვენთვის დატვირთული სეზონის მთავარი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო ვიზიტორია, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ, ან მესტიისკენ მიმავალი მგზავრები ქუთაისში ათევენ ღამეს. თუ ტურისტულებიდან არის შეკვეთა, ისინიც ასვენებენ თავის მომხმარებლებს, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების 99%-ს საერთაშორისო ტურისტები შეადგენენ.

ჩემი ძირითადი მოლოდინი მიბმულია ვაქცინის შექნაზე, ახლა არაფრის მოლოდინი არ მაქვს", - განმარტავს "სოლომონის" თანადამფუძნებელი.