მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ტურიზმის ხარჯზე ივლისში სასტუმროების დატვირთულობა იზრდება

5f1a8f84e73af
BM.GE
24.07.20 11:31
1295

"თიბისი კაპიტალმა" სასტუმროების სექტორში მიმდინარე დინამიკის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე ჯავშნებით როგორც დიდ, ისე საშუალო და მცირე სასტუმროებში ივლისში კახეთი ლიდერობს. აგვისტოდან კი ჯავშნები მეტწილად უცხოელების მიერ COVID- მდეა გაკეთებული და „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, მათი მხოლოდ ნაწილობრივ ჩანაცვლებაა მოსალოდნელი.




რაც შეეხება უქმეების დატვირთლობას, ბოლო თვე ნახევრის მანძლზე უქმე დღეებში კვირის საშუალოსთან შედარებით 1, 5, 2- ჯერ მაღალი დატვირთულობა დაფიქსირდა. ფასდაკლებების თვალსაზრისით ივლისში დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასებში (ADR) უფრო მოცულობით ფასდაკლებები შეინიშნება, თუმცა ყველაზე  მაღალი ფასდაკლებები ზღვისპირეთის მცირე სასტუმროებშია.



ამასთან, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები სტაბილურად უმჯობესდება და ბოლო 30 დღის საშუალო ცვლილებამ წ/წ 82% შეადგინა. ზრდა უკეთ ჩანს რეგიონებში (-68%), ხოლო თბილისში ხარჯვა თითქმის განულებულია (-96%).

აღდგენა უკეთ ჩანს დიდ სასტუმროებში, რადგან როგორც "თიბისი კაპიტალი" აღნიშნავს, მათ უკეთესი შესაძლებლობა აქვთ მეტი კლიენტი მოიზიდონ ფასდაკლებებით, ხოლო აღდგენა ყველაზე ნაკლებ შესამჩნევია მცირე ზომის და საოჯახო სასტუმროებში.

„კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში აღდგენა ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე მიმდინარეობს, რასაც ასევე თბილისთან სიახლოვე განაპირობებს. აჭარაში ზაფხულში ადგილობრივი ტურისტების მიერ ხარჯვის ზრდის პირობებშიც შესაძლოა 2019 წლის სეზონთან შედარებით კლების პროცენტი გაიზარდოს. სამცხე--ჯავახეთში კი გაუმჯობესება ბორჯომი-ბაკურიანის სასტუმროების ხარჯზეა.




რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, სამეგრელს, სვანეთს და გურიას, მიუხედავად გაუმჯობესებისა და სასტუმროების ჯამურად მოცულობით წილისა, ტურიზმის ჯამური ბრუნვა აქ მცირეა და ინდუსტრიაზე ეფექტი მინიმალურია.

თბილისში, იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში გაუმჯობესება ნაკლებად შეიმჩნევა.