მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების ხარისხი 100%-ით გაუმჯობესდება - ირაკლი ქარსელაძე

61bdf2cdba7b0
ინგა მურუსიძე
18.12.21 20:38
562
შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების ხარისხი 100%-ით გაუმჯობესდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მან პრემიერის წლიური ანგარიიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან შედეგიანი 2021 წლის ანგარიში, რომელიც კონკრეტული მიღწევებითა და კონკრეტული ციფრებით იყო წარმოდგენილი. ქარსელაძის თქმით, კიდევ უფრო შედეგიანი იქნება 2022 წელი იმ გეგმების შესაბამისად, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

"როცა რეგიონებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ცალკე აღნიშვნის ღირსია პრემიერის მიერ ინიცირებული რეგიონული განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ პირველი ეტაპის განმავლობაში 500 მილიონი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი და რომლის შედეგადაც უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები 63-ივე მუნიციპალიტეტში, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც 10- წლიან გეგმაშია წარმოდგენილი და რომლის მიხედვითაც 32 მილიარდი ლარის ინვესტირება მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით არის გათვალისწინებული.

შედეგად ყველა მაგისტრალური გზა იქნება აშენებული, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების ხარისხი 100%-ით გაუმჯობესდება, ისევე როგორც სრულად იქნება სოფლები და ქალაქები წყალმომარაგებით და წყალარინებით უზრუნველყოფილი. გაგრძელდება ის მნიშვნელოვანი პროგრამები, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მეტი ჩართულობის და ამ მნიშვნელოვანი მიმართულებებით განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.