ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2022 წლის ზაფხულში კომპანიონი ცხოველების - ძაღლებისა და კატების - საკვების საწარმოს აშენებას გეგმავს. როგორც BM.GE-სთან საუბარში „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია აღნიშნავს ჰოლანდიელი პარტნიორები უკვე თბილისში იმყოფებიან და საწარმოს პროექტზე მუშაობაც დაწყებულია.
„კომპანიონი ცხოველების საკვების წარმოება შედარებით რთული პროცესია, თუმცა ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია და პრეტენზიაც, შევეჭიდოთ ამ წარმოებას და მაღალი ხარისხის პროდუქტი შვქმნათ“- აღნიშნავს ბექა ბექაია.
კომპანიაში არ აზუსტებენ, რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ ახალ პროექტში. ახალი საწარმო თბილისის შემოგარენში განთავსდება.
„ნუტრიმაქსი“ წლიურად 35 ათას ტონა პროდუქტს აწარმოებს.
„არ ვთვლით, რომ ბაზარზე იაფ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს, რამდენადაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და ამაზე ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსებს ვხარჯავთ“- აცხადებს კომპანიის მმართველი პარტნიორი.
„ნუტრიმაქსის“ პროდუქტების ფასი კილოგრამზე ერთი ლარიდან იწყება და სამ ლარამდე აღწევს.
„ნუტრიმაქსი“ 2009 წელს შეიქმნა, რომელშიც ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით 200 ათას დოლარს შეადგენდა. ამჟამად კი კომპანია 100 დასახელების სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებს აწარმოებს, რომელთა 70% საქართველოში რეალიზდება, ხოლო 30% ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის და მცირე რაოდენობით აფრიკის ქვეყნებიც მარაგდება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო