მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ დაელოდებით რომელიმე ვაქცინის შემოსვლას" - თამარ გაბუნია მოქალაქეებს მიმართავს

60f7d5eb087b8
ინგა მურუსიძე
21.07.21 12:37
809
"ნუ დაელოდებით რომელიმე ვაქცინის შემოსვლას, აიცერით არსებული ვაქცინებით", - ამ სიტყვებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მოქალაქეებს.

"ვაქცინირებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის, თუმცა ვაქცინაციის ტემპი უნდა გავზარდოთ. ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში მაღალია და შეზღუდვა მოთხოვნაზე არ არის. „სინოვაკიც“ და „სინოფარმიც“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მალე „ფაიზერიც“ შემოვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, აიცერით. ნუ დაელოდებით რომელიმე ვაქცინის შემოსვლას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა მალე შემოვა, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით თარიღს, თუმცა მალე იქნება და ამის შესახებ გამოვაცხადებთ, როგორც კი შეგვეძლება“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.