მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიშველი ტურისტები ვენეციაში 3000 ევროთი დააჯარიმეს

5d81e85c7de26
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 12:18
598

"ცუდი" საქციელი იტალიაში შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ. ეს გამოცდილება ჩეხმა ტურისტებმა საკუთარ თავზე იწვნიეს. ჩეხეთის ორი მოქალაქე, რომელმაც ვენეციის ერთ-ერთ არხში შიშველმა იცურავა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 3000 ევროთი დააჯარიმეს.


საფეხბურთო კლუბ Slavia Prag-ის ფანები, მილანში ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე დასასწრებად მიდიოდნენ, მანამდე კი ვენეციაში შეისვენეს და არხში სრულიად შიშვლებმა ცურაობა გადაწყვიტეს. "Corriere del Veneto"-ს ცნობით, ფაქტი წყლის პატრულმა შენიშნა და ტურისტები დააჯარიმა.



ისტორიულ ადგილებში წესრიგის დარღევის ფაქტებზე იტალიელი პატრული საკამოდ მკაცრად რეაგირებს. ივლისში, გერმანელ წყვილს ვენეციის ცნობილი Rialto ხიდის ძირას ყავის მოდუღების გამო 1000 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს.