მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შმიგალი ღარიბაშვილს შეხვედრას და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე საუბარს სთავაზობს

60ae0cbfd3b9c
ინგა მურუსიძე
26.05.21 13:00
517
საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, - ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის წერილში, რომლითაც მან ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

უკრაინის პრემიერი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტიანი საქმიანობა.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად, ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი.

საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტიანი საქმიანობა.

მოხარული ვიქნები, შეგხვდეთ უახლოეს მომავალში და განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები.

გისურვებთ, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას“, - აღნიშნულია მილოცვაში“, - ნათქვამია მისალოც წერილში.