მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოკოლადის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად და რა მოცულობებით ვყიდულობთ პროდუქტს?

63ba647b2b214
ვიქტორია მღებრიშვილი
08.01.23 10:42
1313
საქართველომ 2022 წელი იანვარ-ნოემბერში რეკორდული მოცულობის შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები შეიძინა. საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში შოკოლადის იმპორტი როგორც მოცულობებით ასევე ღირებულებით გასულ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 

შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტის ღირებულება, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 37%-ით, იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა კი მცირედით 4.1%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიმპორტო ბაზრებზე შოკოლადი გაძვირდა.

საქართველოსთვის შოკოლადის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო, რომელზე მთლიანი იმპორტის 41.8% მოდის. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:

1. რუსეთი - 27.5 მლნ დოლარი, 8 581 ტონა;
2. თურქეთი - 13.2 მლ დოლარი, 2 863 ტონა;
3. უკრაინა - 8.7 მლნ დოლარი, 2 658 ტონა;
4. ბელგია - 3 მლნ დოლარი, 749 ტონა;
5. იტალია - 2.4 მლნ დოლარი, 695 ტონა;
6. გერმანია - 1.8 მლნ დოლარი, 651 ტონა;
7. ნიდერლანდები - 1.7 მლნ დოლარი, 244 ტონა;
8. პოლონეთი - 1.4 მლნ დოლარი, 241 ტონა;
9. აზერბაიჯანი - 1.2 მლნ დოლარი, 443 ტონა.
10. სომხეთი - 1 მლნ დოლარი, 195 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან 2022 წლის 11 თვეში ექსპორტზე ჯამში 3.7 მლნ დოლარის 884 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები გავიდა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 333 ტონა იყო (1 მლნ დოლარი), ხოლო რეექსპორტი - 550 ტონა (2.7 მლნ დოლარი). საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში კი ირანი (1.7 მლნ დოლარი, 361 ტონა), სომხეთი (1.2 მლნ დოლარი, 238 ტონა), აზერბაიჯანი (376 ათასი დოლარი, 140 ტონა) საუდის არაბეთი (150 ათასი დოლარი, 55 ტონა), ლატვია (110 ათასი დოლარი, 14 ტონა), ერაყი (97 ათასი დოლარი, 40 ტონა), თურქეთი (57 ათასი დოლარი, 20 ტონა), ისრაელი (24 ათასი დოლარი, 4 ტონა), უკრაინა (17 ათასი დოლარი, 7 ტონა), კანადა (6 ათასი დოლარი, 1 ტონა) და ქუვეითი, უზბეკეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოხვდნენ.