ბოლო სამ წელში პირველად, "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნის ლიდერი ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.
როგორც DW წერს, შოლცი და მისი დელეგაცია, რომელშიც გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ, გამგზავრებამდე Covid-19-ზეც შემოწმდნენ. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შოლცი ჩინეთის პრემიერსაც შეხვდა.
გერმანიის კანცლერმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაც განიხილა. “ჩვენ ახალ დიდი დაძაბულობის პერიოდში ვართ, უკრაინაში რუსეთის ომმა ბევრი პრობლემა შეუქმნა წესებსა და კანონებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს”,-უთხრა მან ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მან ჩინეთს მოუწოდა - გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე და დასძინა, რომ ბირთვული ომით მუქარა ჩინეთისთვისაც მიუღებელი და საშიშია.
თავის მხრივ, ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ვითარების ესკალაცია აღარ უნდა მოხდეს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, სი ძინპინმა შეხვედრაზე ისაუბრა ჩინეთის მხარდაჭერაზე ევროკავშირის მიმართ მშვიდობის მიღწევის პროცესში. საუბარია რეგიონში დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი უსაფრთხოების მიღწევაზე.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, შოლცმა ხაზგასმით ისაუბრა გერმანია-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე. გერმანია-ჩინეთის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე მთავრობის შიგნითაც განსხვავებული მოსაზრებაა, მაგალითად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რუსეთთან დაშვებული შეცდომა, რამაც გერმანია მასზე ძალიან დამოკიდებული გახადა, ჩინეთთან აღარ უნდა განმეორდეს.
კანცლერის ვიზიტს წინ უძღოდა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Cosco-ს მიერ ჰამბრუგის პორტის ტერმინალებში თითქმის 25%-იანი წილის ყიდვა, რამაც გერმანიის კოალიციურ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი