მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოლცი LNG-ის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრობს

6330390768468
მარიამ ვარადაშვილი
25.09.22 11:27
636
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან თხევადი ბუნებრივი გაზის [NLG] შესყიდვაზე მოლაპარაკებებში პროგრესია.

გერმანიისთვის, როგორც რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისთვის, ახალი მიმწოდებლის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Nord Stream-ის გაჩერების შემდეგ გახდა. კერძოდ, ომამდე გერმანია საკუთარი მოხმარებული გაზის დააახლოებით 55%-ს მოსკოვიდან ყიდულობდა, მოცულობის გაზრდის მიზნით კი Nord Stream 2-ის ამუშავებას გეგმავდა.

გაზის მიწოდების საკითხზე გერანიის კანცლერს მეორე დღეა ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტი აქვს. როგორც DW წერს, გერმანიის მთავრობა მოელის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან LNG-ის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწევს.

შოლცი შეხვედრებს გერმანიის ბიზნესის იმ წარმომადგენლებთან ერთად მართავს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან ამ ზამთარს გაზის დეფიციტით. ვიზიტის ფარგლებში კანცლერი საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდა.

როგორც შოლცმა ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება და მხოლოდ ერთ წყაროზე დამოკიდებულება “ნამდვილად აღარ განმეორდება”.