16.აგვისტო .2022 19:00

შოლცი რუსებისთვის EU-ში მოგზაურობის აკრძალვას მხარს არ უჭერს

შოლცი რუსებისთვის EU-ში მოგზაურობის აკრძალვას მხარს არ უჭერს
views 932
უკან

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს.

“ეს რუსი ხალხის ომი არ არის, ეს პუტინის ომია”, - თქვა შოლცმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება მოხდეს, რომ რუსეთი ბევრმა ადამიანმა სწორედ რეჟიმისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო დატოვა.

ევროკავშირისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის შეწყვეტას უკრაინული მხარე ითხოვს.

“მოვუწოდებ ევროკავშირსა და G7-ის სახელმწიფოებს შეწყვიტონ რუსებზე ვიზის გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სრულიად მართალია, როცა ამას ითხოვს. რუსების დიდი უმრავლესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის უფლება მანამ, სანამ მის პატივისცემას არ ისწავლიან”, - დაწერა 10 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტვიტერზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა