მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შორეული აზიიდან საქართველოში რეგულარულ კომერციულ რეისებს არც ერთი ავიაკომპანია არ ასრულებს”

61d2d769b2519
მარიამ იზორია
06.01.22 09:30
1189
რამდენად მიმზიდველია საქართველოს საავიაციო ბაზარი უცხოური ავიაკომპანიებისთვის? - ამ შეკითხვას გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანია “Air france”-ს წარმომადგენლი იაკო ხომერიკი პასუხობს.

იაკო ხომერიკის შეფასებით, ინტერესი სპარსეთის ყურის ავიაკომპანიებისგან და შუა აზიური კომპანიებისგან არის,  ისინი საქართველოდან სამსაათიან ფრენებს ახორციელებენ, მაგრამ შორეული აზიიდან ჯერჯერობით არც ერთი ავიაკომპანია არ დაფრინავს.

მისივე განმარტებით, ეს დინამიკა შეიცვლება, რადგან საქართველოს ბაზარი როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება.

“თუ გადავხედავთ სიას, რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოს ბაზარზე, დიდი წილი სპარსეთის  ყურის ავიაკომპანიებსა და შუააზიურ ძლიერ მოთამაშეებზე მოდის, ისინი დაახლოებით სამსაათიან მანძილზე დაფრინავენ, თუმცა შორეული აზიიდან საქართველოში რეგულარულ კომერციულ რეისებზე არც ერთი ავიაკომპანია არ ოპერირებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დინამიკა არ შეიცვლება, ქართული ბაზარი ევროპისა და აზიისთვის უფრო მეტად საინტერესო ხდება, თუნდაც ტურიზმის კუთხით.

ქვეყანა ტურისტულად უფრო პოპულარული ხდება, ადრე თუ “ჯორჯია” ამერიკის შტატი ეგონათ, ახლა საქართველო კარგ ღვინოსთან, მთებთან, კერძებთან ასოცირდება. საბოლოოდ, ეს გავლენას სხვადასხვა ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე ახდენს“, - ამბობს ის.