მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთა ბურჯანაძე: სასტუმროების რესტორნები გახსნილია და იქვე ჩამწკრივებული რესტორნები - დაკეტილი

601af906344aa
თამთა ჯიჯავაძე
03.02.21 23:07
1003
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას ამირან გამყრელიძესთან კითხვა აქვს. მისი თქმით, რას ნიშნავს ის, რომ სასტუმროების რესტორნები გახსნილია და იქვე ჩამწკრივებული რესტორნები - დაკეტილი.

„კითხვა მაქვს. სასტუმროს რესტორანში, სადაც ყველა სარესტორნო მომსახურებას ღებულობენ: საკვები, სასმელი, ჩილიმიც და ამ სასტუმროდან 30 მეტრში ჩამწკრივებულია რესტორნები, რომელიც დაკეტილია... განსხვავებას, თუ მეტყვის ამირან გამყრელიძე, რას ნიშნავს ამ ვითარებაში ყოფნა, სადაც ასევე უნდა დაიცვა ეს რეგულაციები. ამას მე ვინმე თუ ამიხსნის, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, შაბათს ფიქრიც კი არ იქნება [გახსნაზე]“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, 6 თებერვალს 200-მდე რესტორანი თვითნებურად გეგმავს გახსნას. მათი თქმით, ისინი დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ამის საპასუხოდ კი დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისინი გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოყვება მკაცრი რეაქცია.