მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთაძის ბრძანებით, პროკურატურის 514 თანამშრომელს ხელფასი 500 ლარით გაეზარდა

5e54dba8561f1
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.20 12:40
3841
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 2020 წლის 21 თებერვალს ირაკლი შოთაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც პროკურატურაში დასაქმებულ პირებს, გარდა ხელმძღვანელის პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

უწყების განმარტებით, ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს - საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს. ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად კი ხელფასების ზრდა არ შეეხოთ გენერალური პროკურორის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს.

აღნიშნული სახელფასო მატება საქართველოს გადასახადის გადამხდელებს წლიურად 3 მილიონი ლარი დაუჯდებათ.

ამჟამად, გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირთა ყოველთვიური ხელფასები ასეთია:

1 გენერალური პროკურორი - 6600 ლარი;
2 გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე - 6200 ლარი;
3 გენერალური პროკურორის მოადგილე - 6000 ლარი;
4 დეპარტამენტის უფროსი - 5600 ლარი.