მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოტლანდია COVID-შეზღუდვებს ამსუბუქებს

607efe5dc1532
თათია კაკიაშვილი
20.04.21 20:22
1418
შოტლანდიაში COVID-შეზღუდვები ნაწილობრივ მსუბუქდება. დასაქმებულები ორშაბათიდან სამსახურებში ბრუნდებიან, თუ მათ საქმიანობა დისტანციურად არ შეუძლიათ. ამის შესახებ BBC წერს. 

მომდევნო კვირიდან ქვეყანაში სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება. კერძოდ:

- იხსნება ტურისტების განსათავსებელი სივრცეები;
- ქორწილები და დაკრძალვის ცერემონიებს შესაძლოა, 50-მდე ადამიანი დაესწროს;
- იხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები;
- ასევე, იხსნება დახურული სივრცეები: მუზეუმები, გალერეები და ბიბლიოთეკები;
- იხსნება კაფეების, ბარების, რესტორნების შიდა სივრცეები 20:00 საათამდე.

თუმცა ძალაში რჩება ქვეყანაში შესვლის მსურველთა 10-დღიანი კარანტინი, კერძოდ, შოტლანდია ბრიტანული ან ირლანდიური პასპორტის მფლობელებს ან დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებს მიიღებს, მაგრამ ისინი მთავრობის მიერ მითითებულ სასტუმროში 10 დღის განმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ.