მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოტლანდიის სამეფო ბანკი აპირებს გახსნას ფილიალი, სადაც ნაღდი ფული არ ექნებათ

5dd2e42094447
BM.GE
19.11.19 00:30
1544
შოტლანდიის სამეფო ბანკი ლონდონში მომავალ თვეს აპირებს გახსნას ფილიალი, სადაც ნაღდი ფული არ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ბანკის ფილიალში არ იქნება მოლარე და ე.წ ბანკომატი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტები იქიდან ვერ შეძლებენ ფულის გატანას და ანგარიშზე თანხის შეტანას. სამაგიეროდ, ახალ ფილიალში, მომხმარებლები მიიღებენ სხვა საბანკო მომსახურებებს, მაგალითად, იპოთეკაზე განაცხადის გაკეთებას, ანგარიშების გახსნას და ა.შ.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, მსგავსი ფილიალის გახსნის მოტივაცია მომხმარებლებლის მიერ ინტერნეტბანკის გამოყენების გახშირება გახდა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ნაღდი ფულის გატანის სერვისის გარეშე ბანკის ფილიალის მუშაობა იქნება ნაკლებად ხარჯიანი, გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ბრიტანელი მომხმარებლები ბანკის ფილიალებს იმ შემთხვევაში უფრო მიმართავენ, როდესაც მათ სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა სურთ.