მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შოვამდეც აუცილებლად მივა გაზი, ეს გადაჭრილი პრობლემაა” - სანდრო ონოფრიშვილი

61842f94ae012
ანუკა ჯოხაძე
05.11.21 01:00
518
ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დასრულდა. თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი კვლავ არ არის.

როგორც BM.GE-თან სამთო საკითხებში ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, ონის რაიონში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ონოფრიშვილი ვერ ასახლებს ზუსტ თარიღს თუ როდის დაიწყება კურორტ შოვის გაზიფიცირება, თუმცა აცხადებს, რომ ამ ნაწილში პრობლემები არის და უახლოეს მომავალში შოვშიც იქნება ბუნებრივი აირი.

“მე ვიყავი ერთი კვირის წინ სოფელ ღებში და ვნახე რომ კეთდებოდა გზა, ასევე სამუშაოები შოვში შარშანდელი სტიქიის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა. რაჭაში გზებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, მე საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ რაოდენობის საგზაო სამუშაოების მიმდინარეობა არ მახსენდება. აგრეთვე აღსანიშნია, საჩხერე-ონის გზის პროექტი, რომელმაც დაახლოებით საათნახევრით შეამცირა ონში და ამბროლაურში მოხვედრა. ვფიქრობ, რომ ეს ის პროექტებია, რომელიც წაადგება იმას, რომ ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდნენ რაჭით და ის დაიტვირთოს. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ამ კუთხიდან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შოვამდეც აუცილებლად მივა გაზი. ეს გადაჭრილი პრობლემაა, უბრალოდ ამას სჭირდება გარკვეული დრო. ზუსტი თარიღის დასახელება ამ დროისთვის მიჭირს", - აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.