მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ექსპერტები იმსჯელებენ

61810cc356ae9
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 09:00
669

დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში” შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ.

შეხვედრის ფარგლებში „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.

პროექტ „შოვის მთის კურორტის“ განმახორციელებელი კომპანია „სიმეტრიაში" განმარტავენ, რომ შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება. 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას“, - აცხადებენ „სიმეტრიაში“.