“თიბისი კაპიტალის” კვლევების უფროსი ირინა კვახაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბინის ქირაზე ფასის ზრდის პარალელურად სტუდენტის შრომის ფასიც გაიზრდება. საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც სწავლასთან ერთად მუშაობენ.
მან გადაცემა „ანალიტიკაში“ თქვა, რომ სტუდენტებს ბინის ქირის ზრდის გამო ხარჯები ეზრდებათ, ამიტომ მათ უნდა უღირდეთ ხელფასი, რასაც დამქირავებლისგან აიღებენ.
„ბინის ქირის გადასახადზე შესაძლებელია გარკვეული კორექტირებები იყოს, მაგრამ, სტუდენტებისთვის ეს დამაიმედებელი არ არის. სწავლა იწყება და ორ კვირაში ეს ტენდენცია არ შეიცვლება. ალბათ სტუდენტებს ერთმანეთისთვის საცხოვრებლის გაზიარება მოუწევთ. მაგალითად თუ აქამდე ერთად 2 სტუდენტი ცხოვრობდა ახლა იცხოვრებს 4-5 და ეს კულტურა რაღაცნაირად ჩამოყალიბდება.
ამასთან, ბაზარზე სტუდენტის შრომის ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგან ახალი ფაქტორი ბუნებრივად შემოვიდა, რომელიც ამ ფასს ზრდის. ყველაფერს ის განაპირობებს თუ ადამიანს რამდენად უღირს მისი შრომა“, - ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლა განაპირობა, რამაც უძრავ ქონებაზე, მათ შორის ბინის გაქირავებაზე, მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული სტუდენტებისთვისაა, რადგან სწავლა იწყება და ბინის დაქირავება მომატებული ფასით მოუწევთ, რაც სტუდენტის ხარჯს ზრდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი