მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექცია: დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო დაღუპულთა - 25%-ით შემცირდა

5e6b7b218c918
BM.GE
13.03.20 16:21
815

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა  2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, შემცირებულია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო  დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა.

შრომის ინსპექციის მიერ 2019 წელს განხორციელდა 1 575 ინსპექტირება, რომელიც ჯამში შეეხო 90 000 დასაქმებულს, რაც მათი ინფორმაციით, წინა წლის მონაცემებს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.

ინსპექტირების შედეგად 4 806 მითითება გაიცა, გაფრთხილება მიეცა 558 ობიექტს, დაჯარიმდა 431 ობიექტი, 92 ობიექტი შეჩერდა, ხოლო გაცემული მითითებები სრულად გამოასწორა 127-მა ობიექტმა.