მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ 1 თვეში 48 589 ობიექტი შეამოწმა

60055b9e8290d
ინგა მურუსიძე
18.01.21 14:20
641
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ დღეს, როგორც ბოლო კვირის, ასევე, გასული 30 დღის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, ობიექტების შემოწმების სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14-17 იანვრის მონაცემებით, განხორციელდა 553 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან 485 ობიექტს მიეცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და ცნობიერების ასამაღლებლად კიდევ ერთხელ მიეწოდათ რეკომენდაციები. ასევე, 65 ობიექტი შემოწმდა დეტალურად და როგორც აღმოჩნდა, ისინი სრულად აკმაყოფილებენ პროტოკოლით დადგენილ მოთხოვნებს.

„ამავე პერიოდში, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა 3 ობიექტი, მათგან 1 ახორციელებდა სოციალურ ღონისძიებას და მას 100-ზე მეტი ფიზიკური პირი ესწრებოდა. ჯამში, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ზედამხედველობა განხორციელდა 48 589 ობიექტზე, საიდანაც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რეკომენდაციები გაიცა 26 841 ობიექტზე, ხოლო 14 798 ობიექტი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.