მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ აჭარაში 10-მდე ობიექტი დალუქა, 30-მდე კი დააჯარიმა

6117a77692d80
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 15:29
1236
შრომის ინსპექციამ აჭარაში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა, 10-მდე ობიექტი კი დალუქა.

შრომის ინსპექციის სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება.

„აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. ისინი კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ.

შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.