03.სექტემბერი .2020 15:24

შრომის ინსპექციამ ბათუმში "სექტორი 26", "სოჰო" და კიდევ 2 კლუბი დახურა

views 13170
უკან

2020 წლის 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთი ობიექტი-შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი)  აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ხოლო ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ესენია:

შპს სამაია (კლუბი კონტე)
შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)
შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)
შპს სექტორი 26 (სექტორი 26)

"მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით"- ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა