13.აპრილი .2021 17:35

შრომის ინსპექციამ „ოცნება 2“ დალუქა - რატომ გადაეგზავნა მასალები შსს-ს?

შრომის ინსპექციამ „ოცნება 2“ დალუქა - რატომ გადაეგზავნა მასალები შსს-ს?
views 534
უკან

შრომის ინსპექციამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას #25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს ,,ოცნება-2" დალუქა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

როგორც bm.ge-ს შრომის ინსპექციიდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1 აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.

„სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უკვე დღეს შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს ,,ოცნება-2"-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა