მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ "ლეგატო" 10 000 ლარით დააჯარიმა - რას აპირებს კომპანია?

61f2432b81def
ინგა მურუსიძე
27.01.22 11:04
2472
შრომის ინსპექციის სამსახურმა საკონდიტრო კომპანია „ლეგატო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ უთხრა, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ „ლეგატო“ დარბაზებში სტუმრებს აღარ მიიღებს და მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს.

„შრომის ინსპექციამ დაგვაჯარიმა 10 000 ლარით, თუმცა ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ სტუმრებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა  დისკრიმინაციულია, ამიტომ გადავწყვიტეთ დარბაზები დროებით დავხუროთ და შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. საჩივარს შევიტანთ პარალელურად, როგორც საკონსტიტუციო, ისე - საქალაქო სასამართლოებში“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ობიექტებში, მათ შორის რესტორნებში მოქალაქეებს მხოლოდ აცრის, ან ნეგატიური ტესტის პასუხის შემთხვევაში შეუძლიათ შესვლა.

„ლეგატო“ მიდგომას აპროტესტებდა და რეგულაციის ამოქმედების პირველივე დღიდან, სტუმრებს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის გარეშე იღებს. შრომის ინსპექციამ კომპანია სამჯერ გააფრთხილა.