მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა კვების 27 ობიექტი დააჯარიმა

5f0307ea0ccd6
ინგა მურუსიძე
06.07.20 15:24
1115
კვების 27 ობიექტზე მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები გაიცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია  კვების 79 ობიექტი, მოთხოვნები დააკმაყოფილა 52-მა, ვერ დააკმაყოფილა 27-მა და სანქცირების მექანიზმი იქნა გამოყენებული. განთავსების ობიექტებს რაც შეეხება, ჯამში, 1818 ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაცემულია 736 ობიექტზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.