მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექტორი - აჭარაში კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები

5f2e9a387ea90
BM.GE
08.08.20 16:26
1060
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.

შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

"ეკონომიკის გახსნის პარალელურად ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ასევე შრომის ინსპექცია მიმართულია რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ რეკომენდაციის დამკვიდრება და აღსრულება სამუშო ადგილებზე. დღეს ვიმყოფებით აჭარის რეგიონში. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი, მოგეხსენებათ, სასტუმროები შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ახდენენ ოპერირებას. დინამიკა საკმაოდ დადებითია. კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ჩვენ მივეცით დადებითი დასკვნა, რათა შეძლონ ოპერირება, თუმცა ბიზნესთან ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ პროტოკოლებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რეგიონალურ დონეზე ვმართავთ რიგით მეორე შეხვედრას, რომელსაც მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. აქცენტს ვაკეთებთ არა სანქცირებაზე არამედ, პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე." - განაცხადა ბექა ფერაძემ