მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

637b820b58d75
BM.GE
21.11.22 17:47
392
შრომის მთავარი ინსპექტორი, ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ასევე განხილულ იქნა კანონმდებლობის აღსრულების პროცესი და ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი,რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს. ახალი რეგულაციები ძალაში 1 იანვრიდან შევა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სიახლეებს ბიზნეს სექტორი მომზადებული შეხვდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორული და არასექტორული ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ფედერაციების, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, რითეილ ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი უფლებების კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE).