მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად არ ებმის"

5d88ab3989d67
ნუცა ბაზლიძე
24.09.19 13:50
974
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად არ ებმის“.

„არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ჩვენ შეიძლება მიგვიყვანოს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ დასაქმებულთა მდგომარეობის გაუარესებამდე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „საქმიან დილაში“.

მისი განმარტებით, საჭიროა, ნებისმიერი რეგულაცია, თუ მსგავსი ტიპის ცვლილება, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ითვალისწინებდეს და მისი პროპორციული იყოს.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, რათა კანონპროექტი ეკონომიკისა და ბიზნესის მდგომარეობის „დამძიმების“ მიზეზი არ გახდეს.

საფრთხეებს შორის ირაკლი ლექვინაძე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არალეგალური შეთანხმებების გაჩენის რისკზეც მიუთითებს.

ბიზნესომუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების მომზადება აუცილებელია.

„ეს საჭიროა, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და სრული სურათის აღსაქმელად“, ამბობს ის.
ცნობისთვის: ბიზნესომბუდმენის აპარატმა შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი, 17 შენიშვნა-წინადადება ჩამოაყალიბა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით და ავტორობით მომზადებული ცვლილებების პროექტი ჯერ პარლამენტში არ დაინიცირებულა.