მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე "ჯორჯიან მანგანეზში“ ტრენინგი ჩატარდა (R)

61af1d1f765ea
BM.GE
07.12.21 20:00
432
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზში „ ტრენინგი ჩატარდა. სემინარი „ჯი ემ აკადემიის„ პროექტის ფარგლებში გაიმართა. სწავლებაში საწარმოო პროცესების მმართველი ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

სწავლების მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ მსოფლიოში ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებს, რის შემდეგაც ამ გამოცდილებას უკვე მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს გაუზიარებენ.

ტრენინგი კომპანიის თანამშრომლებს გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული უნარების გაღრმავების, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით საქმიანობის გაგრძელების და კიდევ უფრო უსაფრთხო შრომის გარემოს უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

„ეს არ არის უბრალოდ თეორია. გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კვალიფიციურმა ტრენერებმა გაგვიზიარეს, ჩვენ პრაქტიკაში გამოვიყენებთ და რაც ყველაზე მთავარია "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც გავუზიარებთ.

ჩვენს საწარმოში უსაფრთხო გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია დაცული იყოს დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. ამასთან, წლებთან ერთად მოთხოვნები იცვლება, შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვა მკაცრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ჯიემი", რომელიც ერთ - ერთი დიდი დამსაქმებელია საქართველოში , აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების წესებს", - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერმა გრიგოლ ხვიჩიამ.

სემინარი ყაზახურმა “Baitau Partners“-მა უზრუნველყო. კომპანია, საქართველოს გარდა, კურსებს ყაზახეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში ატარებს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, შრომის უსაფრთხოების კურსს სამომავლოდ ყველა რგოლის თანამშრომელი გაივლის, რაც დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.