მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრი - "ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვიოთ კანონი არც ჩვენ და არც ეკლესიამ"

5e8ef5b7f24a0
ინგა მურუსიძე
09.04.20 14:42
956
ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვიოთ კანონი არც ჩვენ და არც ეკლესიამ, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მედია დაინტერესდა, მიღწეულია თუ არა შეთანხმება ეკლესიასა და მთავრობას შორის აღდგომის ღამესთან დაკავშირებით.

„რომ გითხრათ ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან, ასე არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მორწმუნეებიც მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვიოთ კანონი არც ჩვენ და არც ეკლესიამ. ამ საკითხში გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, ეკლესიაც, უწმინდესიც და მადლობა საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ეკლესიაში ძალიან კარგად იცავენ კანონს ამ ეტაპზე, დისტანციის თვალსაზრისით.