04.დეკემბერი .2020 16:34

შს მინისტრი: 112-ის ქოლ-ცენტრს 140-150 ოპერატორი დაემატება

შს მინისტრი: 112-ის ქოლ-ცენტრს 140-150 ოპერატორი დაემატება
views 668
უკან

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება უსაფრთხოების მართვის ცენტრის ოპერატორების გასამმაგებას გეგმავს, რისთვისაც უახლოეს პერიოდში 140-150 ოპერატორს დაამატებს.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სწრაფი ტესტებით ტესტირებების დაწყების შემდეგ 112-ის დატვირთვა გაიზარდა.

„2 დღის წინ, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, 112-ში დარეკვისას მოლოდინის რეჟიმი 5-7 წუთამდე გაიზარდა. გვინდა, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გამარტივდეს. კომუნიკაცია გვაქვს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, ასევე, ოჯახის ექიმების მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ ოპერატორები, დაახლოებით, გავასამმაგებთ.

დღეისთვის 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 300 ოპერატორი მუშაობს.

140-150 ოპერატორს უახლოეს 7-10 დღეში კიდევ დავამატებთ და ეს ზარები შემცირდება; უფრო მეტი მომსახურება ექნება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა