2022 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენციაა.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება.
„წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები, ამასთანავე, განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი