მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრი: ოპერატიულად ვმუშაობთ, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ

6233308e84d8d
თელარა გელანტია
17.03.22 16:56
1043
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ბადრი ესებუას დასაჭერად ყველაფერს აკეთებთ.

ამის შესახებ მან პარლამენტში შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ...გავიდა წელიწადნახევარი; იქიდან გამომდნარე, რომ მას არავინ მოუკლავს, არ დაუჭრია... თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. ყველაფერს ვაკეთებთ. ოპერატიულად ვმუშაობთ, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ“, - თქვა შს მინისტრმა.

1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალს დაესხა თავს და მძევლები აიყვანა. ესებუამ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, რის შემდეგაც ის ადგილიდან მიიმალა.