05.მაისი .2021 10:10

შს მინისტრი "სინოფარმით" აიცრა

შს მინისტრი "სინოფარმით" აიცრა
უკან

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. შს მინისტრთან ერთად აცრა მისმა მოადგილეებმაც გაიკეთეს.

"ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან მინდა, შს სამინისტროს თანამშრომლებს, სხვა მოქალაქეებს მოვუწოდო, გაიკეთონ აცრა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას", - განაცხადა აცრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის: უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები საჯაროდ, "სინოფარმის" ვაქცინით აიცრებიან.