მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში გადაიდო

60f40bd250729
BM.GE
18.07.21 15:07
1000
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში გადაიდო - შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის თავმდჯომარემ კახა კუჭავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომის შეწყვეტის მოთხოვნით თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრებმა მიმართეს.

ვახტანგ გომელაურმა დღევანდელი გამოსვლა "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო. მას სიტყვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს – ტრიბუნასთან მივიდნენ, პლაკატებით, რომლებზეც გარდაცვლილი ოპერატორი და პრემიერი ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნა იყო დატანილი.

პარლამენტში გომელაურის გამოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა უმრავლესობის წევრებს შორის. მანამდე პარლამენტის თავმდჯომარემ კახა კუჭავამ თქვა, რომ მმართველი გუნდი სხდომის განახლებას და შს მინისტრის მოსმენას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი შეწყდება პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების აივნიდან კვლავ გადმოფენილია ბანერი წარწერით: „დასაჯეთ მოძალადეები“, „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“. სწორედ ამ ბანერების ჩამოხსნას ითხოვდნენ უმრავლესობის წევრები და შს მინისტრი ჟურნალისტებისგან – აღნიშნული მოთხოვნა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უშუალოდ ჟურნალისტებთან გააჟღერა.

გომელაურმა პარლამენტში მისვლა და 5 ივლისის მოვლენებზე საუბარი თავად ითხოვა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმედეგეებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, რის შედეგადაც 50–ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს.