მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შს მინისტრმა გამოსვლა სამძიმრით დაიწყო – პარლამენტში ხმაურია

60f3fa050291d
BM.GE
18.07.21 13:51
802
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი გულწრფელი მწუხარება გამოვხატო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს",– ამ სიტყვებით დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.

მას გამოსვლა ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაწყვეტინეს, ისინი ტრიბუნასთან პლაკატებით მივიდნენ, რომელზეც ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოა გამოსახული, ასევე ჩანს ბანერები, რომლითაც ოპოზიცია პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს.

დღეს დილიდან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს. მათ შს მინისტრის მოსმენაზე დასწრება და მისთვის კითხვების დასმა სურდათ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თუმცა, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს.