მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა

638eeab1a8072
BM.GE
06.12.22 11:15
365
შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე, 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო, სხვადასხვა განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის, ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები. ფორუმის შემდეგ, ღიად დარჩენილი შეთავაზებები, დაინტერესებული შშმ პირებისთვის, კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. მსურველები, ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებში მიიღებენ, სადაც კარიერის კონსულტანტები, მათ, სასურველ კომპანიასთან დააკავშირებენ.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, დასაქმების ფორუმებს, პერმანენტულად ატარებს. ასეთი ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები. ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფებს გაიარონ მომზადება - გადამზადების კურსები, შემდეგ კი ღია შრომის ბაზარზე დამკვიდრდნენ.

ფორუმის დაწყებამდე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები, სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.