15.აგვისტო .2019 23:36

შსს - "გალერია თბილისში" დაკვამლიანების მიზეზი გამწოვი დანადგარის აალება იყო

views 593
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, "გალერია თბილისში" ერთ-ერთი გამწოვი დანადგარი დაიწვა, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია.

როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე რჩება.

შემთხვევის შედეგად, შენობის ევაკუაცია განხორციელდა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა